Accentnews.ge
ზელენსკი: "უკრაინის სამხრეთს არავის დავუთმობთ!"

ზელენსკი: "უკრაინის სამხრეთს არავის დავუთმობთ!"

19/06/2022 09:43:02 ევროპა

ჩვენ არავის დავუთმობთ სამხრეთს, ყველაფერს დავიბრუნებთ, რაც ჩვენია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მე ვბრუნდები სამხრეთიდან - მოვინახულე ჩვენი ფრონტის ხაზის პოზიციები მიკოლაივის რეგიონში, მოვინახულე თავად მიკოლაევი და ასევე ოდესის რეგიონი. ვესაუბრე ჩვენს დამცველებს - სამხედროებს, პოლიციას, ეროვნულ გვარდიას, ტერიტორიულ დაცვას. მათი განწყობა თავდაჯერებულია, ჩვენს გამარჯვებაში არავის ეპარება ეჭვი. ჩვენ არავის დავუთმობთ სამხრეთს, ყველაფერს დავიბრუნებთ, რაც ჩვენია და ზღვა იქნება უკრაინული და უსაფრთხო“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი მიკოლაევის შემდეგ ოდესას ეწვია. მან საავადმყოფოში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა, რომლებიც ოდესის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S