Accentnews.ge
ყაზახეთის პრეზიდენტმა რუსეთს ნეველის სახელობის ორდენის მიღებაზე უარი უთხრა

ყაზახეთის პრეზიდენტმა რუსეთს ნეველის სახელობის ორდენის მიღებაზე უარი უთხრა

19/06/2022 09:38:29 მსოფლიო

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა რუსეთს ალექსანდრე ნეველის ორდენით დაჯილდოებაზე უარი უთხრა და ეს იმით განმარტა, რომ იგი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ყაზახური ან უცხოური ჯილდოების მიღებას არ აპირებს,– იუწყება Tengrinews.kz.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ტოკაევს ალექსანდრე ნეველის ორდენით დაჯილდოება შესთავაზა. ყაზახი პოლიტოლოგის იერბოლა იედილოვის ცნობით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე არც ყაზახური და არც უცხოური ჯილდოები არ მიიღოს. ამავე მიზეზით, ბიშკეკში ბოლო ვიზიტისას პრეზიდენტმა ყირგიზეთის უმაღლეს ორდენზე უარი თქვა.

მანამდე, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ტოკაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას არ აპირებს.

ტოკაევის ცივი შხაპი პუტინს, სოხუმსა და ცხინვალს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S