
ბრიტანული დაზვერვა: "უკრაინისა და რუსეთის არმიების რიგებში განწყობების ცვლილება შეინიშნება"
19/06/2022 09:32:23 ევროპა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, უკრაინისა და რუსეთის არმიების რიგებში შეინიშნება განწყობების ცვლილება, თუმცა ისინი „სხვადასხვაგვარად ვლინდება“.
დაზვერვა ამ მოვლენას უკავშირებს სევეროდონეცკში მიმდინარე გაჭიანურებულ მძიმე ბრძოლებს.
„უკანასკნელი კვირების განმავლობაში უკრაინის არმიაში დაფიქსირდა დეზერტირობის რამდენიმე ფაქტი. ხოლო რუსეთის არმიის რამდენიმე ქვედანაყოფის სრულმა შემადგენლობამ უარი თქვა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე“, - ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის მორიგ ანგარიშში.
ამასთან, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ადგილი აქვს ჯარისკაცებსა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირებებს, მათ შორის იარაღის გამოყენებით.