Accentnews.ge
შოლცი ევროკავშირში გაწევრიანების წესების გამარტივებას ითხოვს

შოლცი ევროკავშირში გაწევრიანების წესების გამარტივებას ითხოვს

19/06/2022 09:19:34 ევროპა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირს მოუწოდებს, გაამარტივოს ახალი წევრების მიღების წესები.

"ევროკავშირმა სტრუქტურებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი თანამედროვე უნდა გახადოს. ყოველთვის არ იქნება ყველაფრის ერთხმად გადაწყვეტის შესაძლებლობა, თუმცა დღეს ეს ერთსულოვნებას მოითხოვს". - თქვა კანცლერმა.

მისი თქმით, ის აპირებს ამის შესახებ ევროკავშირის სამიტზე ისაუბროს, რომელიც 23-24 ივნისსაა დაგეგმილი.

შოლცის განმარტებით, სამიტი წაახალისებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც თითქმის ორი ათეული წელია, ელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას.

სამიტზე 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები განიხილავენ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს.

17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინაპირობები მოითხოვა და მიანიჭა ევროპული პერსპექტივა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S