კანადამ უკრაინის დასახმარებლად დამატებით $733 მილიონი გამოყო
18/06/2022 11:48:57 მსოფლიო
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კანადამ უკრაინის დასახმარებლად დამატებით $733 მილიონი გამოყო.
ამავე წყაროს ცნობით, თანხა, რომელიც უკრაინასა და კანადას შორის სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად შეგროვდა, სახელმწიფო ბიუჯეტში პრიოტირეტული ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენება. კერძოდ – ჰუმანიტარული და სოციალური ხარჯების მიმართულებით.
უკრაინის ფინანსთა მინისტრის თქმით, მოკავშირე ქვეყნის მსგავსი ნაბიჯი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კანადა უკრაინას მხარს უჭერს და მზადაა, გადამწყვეტ მომენტში, კიევის გვერდით დადგეს.


