Accentnews.ge
ოკუპანტებს დმიტროვკას დატოვება ვაიძულეთ – უკრაინის გენშტაბი

ოკუპანტებს დმიტროვკას დატოვება ვაიძულეთ – უკრაინის გენშტაბი

18/06/2022 11:44:42 ევროპა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ოლქში სოფელი დმიტროვკა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.

"უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტერს ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონის სოფელი დმიტროვკას დატოვება აიძულეს.

კრასნოპოლიეს მახლობლად [დონეცკის ოლქი] მტერი ცდილობდა დაზვერვას, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, უკან დაიხია. რუსები არტილერიით სისტემატურად ბომბავდნენ დიბროვნოეს, პაშკოვოს, ჰრუშევახას, კურულკას, ბოლშაიას და კამიშევახას დასახლებებს". - ვკითხულობთ უკრაინის გენშტაბის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარების მიზნით მძიმე ბრძოლები გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S