Accentnews.ge
ნორვეგიამ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა

ნორვეგიამ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა

17/06/2022 18:50:44 მსოფლიო

ნორვეგია ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-6 პაკეტს შეუერთდა და რუსული ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები 17 ივნისიდან ამოქმედდა:

"რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვა დაუყოვნებლივ შედის ძალაში, მაგრამ რეგულაციები 2022 წლის 5 დეკემბრამდე ნედლი ნავთობისთვის, ხოლო 2023 წლის 5 თებერვლამდე ნავთობპროდუქტებისთვის გარდამავალ პერიოდებს შეიცავს".

სამინისტროს ცნობით, სანქციები რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების შეჩერებას ისახავს მიზნად და რუსეთის რეჟიმის მთავარ მხარდამჭერთა წინააღმდეგაა მიმართული.

სანქციების პაკეტი 1 ივნისიდან ამოქმედდა. ის რუსეთიდან ნავთობის ნაწილობრივ, საზღვაო გზით იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

პაკეტი ასევე მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის – სბერბანკის SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი რუსული სამთავრობო არხის მაუწყებლობის შეზღუდვასა და უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, სანქციები დაუყოვნებლივ შეეხება ევროკავშირში იმპორტირებული რუსული ნავთობის 75%-ს, წლის ბოლომდე კი 90%-ს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S