
მერკელი: "ჩემმა გადადგომამ შესაძლოა, ხელი შეუწყო რუსეთის უკრაინაში შეჭრას"
17/06/2022 18:09:07 ევროპა
გერმანიის ყოფილ კანცლერ ანგელა მერკელის აზრით, მისმა გადადგომამ შესაძლოა, გავლენა იქონია ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით.
„შესაძლოა, ჩემმა გადადგომამ ხელი შეუწყო [უკრაინაში რუსეთის შეჭრას], ისევე, როგორც საფრანგეთში ჩატარებულმა არჩევნებმა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანამ და მინსკის შეთანხმებების შესრულების შეფერხებამ“, - განაცხადა ყოფილმა კანცლერმა RND-სთან ინტერვიუში.
მერკელმა აღნიშნა, რომ "თავს სუსტად გრძნობდა და ვეღარ დარჩებოდა თანამდებობაზე":
"ამიტომ უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ გასული წლის განმავლობაში [კონფლიქტის მოგვარების] სხვადასხვა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო“.
ყოფილმა კანცლერმა არ გამორიცხა, რომ მოგვიანებით შუამავლობაც იკისროს არსებულ კონფლიქტში.