Accentnews.ge
ბორის ჯონსონი კიევს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია

ბორის ჯონსონი კიევს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია

17/06/2022 15:47:01 ევროპა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა,– იუწყება უკრაინული მედია იუწყება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა.

„ამ ომის მრავალმა დღემ დაამტკიცა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი მტკიცე და გადამწყვეტია. მოხარული ვარ, რომ ბორის ჯონსონი, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, კვლავ კიევში ვიხილე", - წერს ზელენსკიმ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არის რიგით მეორე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

"ბატონო პრეზიდენტო, ვოლოდიმირ, კარგია ისევ კიევში ყოფნა", - წერს ჯონსონი "ტვიტერის" გვერდზე, სადაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ფოტოს აქვეყნებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S