Accentnews.ge
უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აუქმებს

უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აუქმებს

17/06/2022 13:42:48 ევროპა

1 ივლისიდან უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის უპრეცედენტო საფრთხის წინააღმდეგ, მე შევთავაზე მინისტრთა კაბინეტს შეიმუშაოს საკითხი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შესვლის რეჟიმის გადახედვას ეხება", - თქვა ზელენსკიმ.

მოგვიანებით, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მინისტრთან კაბინეტმა მხარი დაუჭირა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S