Accentnews.ge
ზელენსკი: "მივესალმები ევროპული კომისიის რეკომენდაციას და ველოდები დადებით შედეგს ევროპული საბჭოსგან"

ზელენსკი: "მივესალმები ევროპული კომისიის რეკომენდაციას და ველოდები დადებით შედეგს ევროპული საბჭოსგან"

17/06/2022 11:13:13 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მიესალმება ევროპული კომისიის რეკომენდაციას უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და აღნიშნავს, რომ ევროპული საბჭოსგან დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

"მივესალმები ევროპული კომისიის დასკვნას უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რომელიც აუცილებლად დაგვაახლოებს ჩვენს გამარჯვებასთან. მადლობელი ვარ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისიის თითოეული წევრის ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისთვის. მომავალ კვირას ველოდები დადებით შედეგს ევროპული საბჭოსგან",- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

  • ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.
  • კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S