
უკრაინის საზღვაო ძალები რუსული "Василий Бех“–ის ჩაძირვის შესახებ იუწყება, რომელიც იარაღით და პერსონალით იყო დატვირთული
17/06/2022 08:53:17 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა შეტევა მიიტანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საბუქსირე ხომალდზე, რომელიც კუნძულ ზმეინზე საბრძოლო მასალის, იარაღის და ცოცხალი ძალის გადაზიდვას ახორციელებდა, – იუწყება საზღვაო ძალები.
„ბორტზე საზენიტო–სარაკეტო სისტემის (TOR) არსებობაც კი არ შეუშლია უკრაინის საზღვაო ძალებისთვის ხელი დამპყრობლების დემილიტარიზაციაში“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
მათივე ცნობით, ხომალდი "Василий Бех“ ჩაიძირა.
შეტევა 17 ივნისს Harpoon–ის რაკეტებით განხორციელდა.
წინასწარი მონაცემებით, ეკიპაჟის 70% დაზარალდა, დანარჩენების ბედი უცნობია. რუსული გემები სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ჩატარებას ცდილობენ.
ასტრახანის გემთმშენებლობის ქარხანაში აგებული "Василий Бех“ რუსეთის ფლოტში 2017 წელს მიიღეს.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსებს შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავთ მოყვანილი 40-მდე საკრუიზო რაკეტას.