Accentnews.ge
კრემლი რუსეთის მოქალაქეობის გაცემის წესებს ცვლის

კრემლი რუსეთის მოქალაქეობის გაცემის წესებს ცვლის

01/10/2019 14:57:57 სხვა, მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭების წესს ცვლის. კერძოდ, როგორც მთავრობის მიერ სახელმწიფო სათათბიროსთვის წარდგენილ დოკუმენტშია აღნიშნული, უცხოეთის მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეობის მიღებისას აღარ იქნებიან ვალდებულები, პირვენდელ მოქალაქეობაზე უარი თქვან. ამჟამად რუსეთის პასპორტის მისაღებად უცხოელები ვალდებულები არიან, წარადგინონ განცხადება ამ დროისთვის არსებული მოქალაქეობის შესახებ. არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმა სავალდებულო არ არის, თუ ეს რუსეთის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმებით არის გათვალისწინებული, ან თუ ეს შეუძლებელია კონკრეტული მოქალაქისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მსგავსი წესი გათვალისწინებულია უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ერთ-ერთ მშობელს მაინც გააჩნია რუსეთის მოქალაქეობა და ცხოვრობს რუსეთში. ამ დროისთვის სავალდებულო უარის თქმა კანონმდებლობის ფორმალური ნორმაა და იმის გადამოწმება, გავიდა თუ არა მოქალაქე პირვანდელი მოქალაქეობიდან, პრაქტიკულად შეუძლებელია,- განმარტავენ კანონპროექტის ავტორები. 

რუსეთის შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთის მოქალაქეობა 221 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში იმედოვნებენ, რომ რუსეთის სამიგრაციო მიმზიდველობის ზრდა ქვეყანას მოსახლეობის ბუნებრივი კლების შეჩერებაზე დაეხმარება. 

გადა ამისა, გათვალისწინებულია ცვლილებები გადასახადების კუთხით. კერძოდ, გადასახადების გადახდა სავალდებულო გახდება მოქალაქეებისთვის, რომლებმაც რუსეთში წელიწადში 90 დღეზე მეტი გაატარეს, ან ფლობენ კერძო საკუთრებას, ბიზნესს და პირად კონტაქტებს. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S