უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტი: "შავ ზღვაში კიდევ ერთ რუსულ გემზე დარტყმა განვახორციელეთ"
17/06/2022 08:16:57 მსოფლიო
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტი სოციალურ მედიაში იუწყება, რომ რუსულ სამაშველო საბუქსირო გემ Spasatel Vasily Bekh-ზე დარტყმა განახორციელეს.
მისი ინფორმაციით, გემზე თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როცა ის „შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო მასალის, იარაღისა და პერსონალის კუნძულ ზმეინზე ტრანსპორტირების პროცესში იყო“.


