Accentnews.ge
114 დღე ომში: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

114 დღე ომში: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

17/06/2022 08:02:20 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 33 000–ზე მეტი ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 17 ივნისის მდგომარეობით დაახლოებით, ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 33 150 (+200 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები 1 456 (+7),
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3 563 (+18),
  • საარტილერიო სისტემები - 734 (+5),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 233 (+3),
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 97,
  • თვითმფრინავი - 215 (+2),
  • ვერტმფრენები - 180 (+1),
  • გემები / ნავები - 13,
  • საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2 496 (+2),
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი -593 (+2),
  • სპეციალური აღჭურვილობა - 55,
  • საკრუიზო რაკეტა – 129.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე მხარემ ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტის მიმართულებით განიცადა.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის იუწყება, რომ უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ხერსონის, კახოვკისა და ბერისლავის რაიონებში მტერს საავიაციო დარტყმა მიაყენა:

"მტერს დანაკარგი აქვს სამხედროებს შორის, იარაღსა და აღჭურვილობაში. დღისით დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს Mi-35M ვერტმფრენი. ზაპოროჟიეში წარმატებებია. ხერსონის რაიონში მტერს აქვს მნიშვნელოვანი დანაკარგი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S