Accentnews.ge
მაკრონი: „ვლადიმირ პუტინმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა“

მაკრონი: „ვლადიმირ პუტინმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა“

17/06/2022 07:46:59 ევროპა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბრისას ვლადიმირ პუტინთან წარმოებული მოლაპარაკებები შეაფასა და აღნიშნა, რომ მან შედეგი არ გამოიღო.

"იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი საათი გავატარე მასთან საუბარში და იმის გათვალისწინებით, რომ ახლა მოვინახულე ირპენი და ბუჩა, მე მხოლოდ იმედგაცრუებული არ ვარ. ეს საკმარისად ძლიერი სიტყვა არ არის, იმის გათვალისწინებით, თუ რა გამოიწვია ამ ადამიანის ქმედებებმა" - განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პუტინთან ხშირად სწორედ უკრაინის მოთხოვნით რეკავდა:

"ზოგჯერ მე ვურეკავდი პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, როდესაც მას პუტინისთვის გარკვეული მესიჯების ან წინადადებების გადაცემა სურდა".

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინის განზრახვებთან დაკავშირებით მას ილუზიები არ ჰქონდა და ამიტომ ცდილობდა ომის თავიდან აცილებას:

"ამიტომ წავედი ზამთარში მოსკოვში და მანამდე ამ კაცთან ამდენი დრო გავატარე, რადგან მივხვდი, რომ ყოველი ეტაპი, რომელშიც ის გადავიდოდა, ყოველი ახალი ნაბიჯი, როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის რაღაც შეუქცევადს შექმნიდა".

ამასთან, როგორც მაკრონმა აღნინა, პუტინი კომპრომისის მოსაძებნად და უკრაინაში მის მიერ გაჩაღებული ომის დასასრულებლად მზად არ არის:

"ვიცი, რომ ის დათმობაზე წასასვლელად ჯერ მზად არ არის, მაგრამ უკრაინელები ახლა რუსეთს თამამად და გმირულად ეწინააღმდეგებიან და ასევე არ არიან მზად რაიმეს დათმობისთვის. ამიტომ, ჯერ არ დამდგარა მომენტი, რომ ომის დასრულებაზე, კომპრომისებზე ვისაუბროთ".

მისი შეფასებით, პუტინმა, მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმით, საბედისწერო შეცდომა დაუშვა:

"შემიძლია ვთქვა, რომ მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა, თავისი ქვეყანა ისტორიულ უფსკრულში ჩააგდო, თავს დაესხა მეზობელს და დაარღვია მისი სუვერენიტეტი. უახლოესი კვირები აჩვენებს, შესაძლებლობის ზღვარი სად გადის, მაგრამ ჯერ უკრაინის არმიამ მტკიცე წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს და ჩვენ დავეხმარებით მას ამაში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S