Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს"

უკრაინის გენშტაბი: "რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს"

17/06/2022 06:51:25 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს.

მისი ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ხერსონის, კახოვკისა და ბერისლავის რაიონებში მტერს საავიაციო დარტყმა მიაყენა.

"მტერს დანაკარგი აქვს სამხედროებს შორის, იარაღსა და აღჭურვილობაში. დღისით დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს Mi-35M ვერტმფრენი. ზაპოროჟიეში წარმატებებია. ხერსონის რაიონში მტერს აქვს მნიშვნელოვანი დანაკარგი", - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S