Accentnews.ge
მაკრონი: "უკრაინის გადასაწყვეტია, დათმოს თუ არა ტერიტორია რუსეთთან ომის დასრულების სანაცვლოდ"

მაკრონი: "უკრაინის გადასაწყვეტია, დათმოს თუ არა ტერიტორია რუსეთთან ომის დასრულების სანაცვლოდ"

16/06/2022 19:46:56 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, დათმოს თუ არა ტერიტორია რუსეთთან ომის დასრულების სანაცვლოდ".

ტელეკომპანია TF1-ის ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა წავიდეს თუ არა უკრაინა დათმობებზე, მათ შორის ტერიტორიის დათმობაზე, მაკრონმა შემდეგი განაცხადა:

”ეს უკრაინის გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, საერთაშორისო სამართალი და, შესაბამისად, უკრაინა".

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ტერიტორიებს არ დათმობს.

ევროპის ოთხი ქვეყნის – იტალიის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუმინეთის ლიდერები უკრაინაში დღეს ჩავიდნენ. მათი განცხადებით, ვიზიტის მიზანი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა, ასევე იმის ხაზგასმაა, რომ დახმარება, რომელსაც უკრაინას აწვდიან, გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S