Accentnews.ge
მაკრონმა უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალა

მაკრონმა უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალა

16/06/2022 15:25:41 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალა.

კერძოდ, დღეს კიევში ვიზიტის დროს მან განაცხადა, რომ იგი და მისი ევროპელი კოლეგები უკრაინისთვის სტატუსის „დაუყოვნებლივ“ მინიჭებას უჭერენ მხარს.

დღემდე გაკეთებულ განცხადებებში მაკრონი კიევისთვის სტატუსის „დაუყოვნებლივ“ მინიჭებას მხარს არ უჭერდა და აცხადებდა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს.

ევროპის ოთხი ქვეყნის – იტალიის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუმინეთის ლიდერები უკრაინაში დღეს ჩავიდნენ. მათი განცხადებით, ვიზიტის მიზანი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა, ასევე იმის ხაზგასმაა, რომ დახმარება, რომელსაც უკრაინას აწვდიან, გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

ცნობისთვის: ევროკომისია 17 ივნისს გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S