"ახლა დროა, ნატო–ს გაძლიერების ტემპი შევინარჩუნოთ, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი და დავიცვათ ჩვენი ხალხი"
16/06/2022 14:11:51 მსოფლიო
"ახლა დროა, ნატო–ს გაძლიერების ტემპი შევინარჩუნოთ, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი და დავიცვათ ჩვენი ხალხი", – ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, სადღეისოდ არსებული საფრთხეების ფონზე ალიანსს შეკავების პოლიტიკისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერება სჭირდება.
"ჩვენი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია შეკავების პოლიტიკისა და თავდაცვის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. მაგრამ ეს უფასოდ არ მოდის. ამიტომ, მინისტრებმა ასევე განიხილეს, რა რესურსებს უკავშირდება ჩვენი გადაწყვეტილებები. ზედიზედ, 7 წელია, ევროპასა და კანადაში თავდაცვაში ინვესტირების მზარდი ტემპია. გარდა ამისა, მოკავშირეები ხელს უწყობენ ნატო–ს წვრთნებს, ასევე ინვესტიციების განხორციელებას უფრო მაღალტექნოლოგიურ შესაძლებლობებში, დაწყებული მეხუთე თაობის თვითმფრინავებიდან, დამთავრებული უახლესი ტექნოლოგიებით. ახლა დროა, ეს ტემპი შევინარჩუნოთ, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა, თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი და დავიცვათ ჩვენი ხალხი", – განაცხადა სტოლტენბერგმა ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე.


