ლარი გამყარებას განაგრძობს
16/06/2022 13:17:29 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9358 ლარი ეღირება, ევრო – 3.0524 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5635 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9436 ლარი ღირდა, ევრო – 3.0855 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.5609 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


