Accentnews.ge
შოლცი: "ირპენი რუსეთის ომის წარმოუდგენელი სისასტიკის სიმბოლოა"

შოლცი: "ირპენი რუსეთის ომის წარმოუდგენელი სისასტიკის სიმბოლოა"

16/06/2022 12:23:59 მსოფლიო

ირპენი ისევე, როგორც ბუჩა რუსეთის ომის წარმოუდგენელი სისასტიკის სიმბოლოა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის ქალაქ ირპენის მონახულების შემდეგ განაცხადა.

"ეს ომი უნდა დასრულდეს", – წერს შოლცი სოციალურ ქსელში.

ევროპის ოთხი ქვეყნის – იტალიის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუმინეთის ლიდერები უკრაინაში დღეს ჩავიდნენ. მათი განცხადებით, ვიზიტის მიზანი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა, ასევე იმის ხაზგასმაა, რომ დახმარება, რომელსაც უკრაინას აწვდიან, გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S