Accentnews.ge
რუსი ბლოგერის საქართველოში არშემოშვების თაობაზე იუწყებიან

რუსი ბლოგერის საქართველოში არშემოშვების თაობაზე იუწყებიან

16/06/2022 10:00:33 საზოგადოება

რუსი უფლებადამცველი ეგორ კუროპტევი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეს, ყაბარდო-ბალყარელ ბლოგერ ინსა ლანდერს, რომლის წინააღმდეგაც რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, საქართველოში არ უშვებენ.

მისი ინფორმაციით, ინსა ლანდერი უკვე მე-5 დღეა, ლარსის გამშვებ პუნქტზე ნეიტრალურ ზონაშია დაყოვნებული.

როგორც მან განაცხადა ლანდერი არაადამიანურ პირობებში იმყოფება. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია საქართველოს სახალხო დამცველი.

ინსა ლანდერი (მისი სრული სახელია ოგუზ ინსა სოლთან-ხამიდოვა) ბალყარეთის ქალაქ ბაქსანში ცხოვრობს. 2021 წლის 9 დეკემბერს მას შინაპატირმობა შეუფარდეს ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით. რუსული უფლებადაცვითი ორგანიზაციის OVD-Info ცნობით, ლანდერის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა უკავშირდება მის ჟურნალისტურ აქვიტობას, კერძოდ, იგი ბოლო თვეების განმავლობაში სწავლობდა უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელს, კერძოდ, საქველმოქმედო ფონდიდან თანხების გაფლანგვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S