Accentnews.ge
"მადრიდის სამიტზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებთ"

"მადრიდის სამიტზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებთ"

16/06/2022 08:24:55 მსოფლიო

ნატო მადრიდის სამიტზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ–ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ეს იქნება გარდამტეხი სამიტი ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში. ჩვენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებთ, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ კიდევ უფრო შეკავების პოლიტიკა და თავდაცვა. ჩვენ შევთანხმდებით უკრაინისთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის პაკეტზე, ასევე შევთანხმდებით იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ ნატო-ს მოდერნიზება სტრატეგიული კონცეფციის შესაბამისად, რომელიც უსაფრთხოების კუთხით არსებულ ახალ რეალობას ასახავს. ამასთან, ჩვენ ვითანამშრომლებთ პარტნიორებთან, მათ შორის – აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ავსტრალიასთან და ახალ ზელანდიასთან, ასევე – ფინეთთან და შვედეთთან – ორ ქვეყანასთან, რომლებმაც ნატო-ს წევრობაზე განაცხადი წარადგინეს. ჩვენ ასევე განვიხილავთ თავდაცვითი ხარჯების გაზრდისა და ალიანსის შიგნით ტვირთის განაწილების გაუმჯობესების საჭიროებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S