Accentnews.ge
ოსტინი: "ვფიქრობ, დღევანდელი მინისტერიალი საფუძველს ჩაუყრის მადრიდის წარმატებულ სამიტს"

ოსტინი: "ვფიქრობ, დღევანდელი მინისტერიალი საფუძველს ჩაუყრის მადრიდის წარმატებულ სამიტს"

16/06/2022 08:18:57 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალი საფუძველს ჩაუყრის ალიანსის წარმატებულ სამიტს, რომელიც თვის ბოლოს მადრიდში გაიმართება. ამის შესახებ მან ნატო–ს გენმდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ოსტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს შვედეთ–ფინეთის ალიანსში გაწევრიანეებას.

"შვედეთი და ფინეთი არიან ძლიერი დემოკრატიები. მათი ღირებულებები შესაბამისობაშია ჩვენს ფასეულობებთან და არიან ძალიან ქმედითუნარიანი ქვეყნები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გაგრძელდება ძალისხმევა მათი ნატო-ში გაწევრიანების სურვილის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ოსტინმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S