Accentnews.ge
პატრიარქის პოზიცია ევროკავშირის წევრობაზე

პატრიარქის პოზიცია ევროკავშირის წევრობაზე

16/06/2022 08:10:48 საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ 2014 წელს იმჟამინდელ ევროკიმისარ შტეფან ფულესთან შეხვედრისას ევროკავშირის წევრობაზე საკუთარი პოზიციის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ იმით, რომ საქართველო, რომელმაც გამოიარა მძიმე პერიოდი კომუნისტური რეჟიმის, დღეს მიემართება ევროპის სტრუქტურებში. ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელსაც კარგად იცნობს ქართველი ხალხი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო გახდეს სრულუფლებიანი წევრი ამ დიდი ორგანიზაციის.

მე მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული, თითქოს საქართველოს ეკლესია აბრკოლებს ამ პროცესს. მე მინდა დაგარწმუნოთ თქვენ, რომ საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს

არის ისეთი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ ეკლესიის საწინააღმდეგო ამ იდეას და ამით შოულობენ დახმარებას, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპის სტრუქტურებში გაერთიანებაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეზღუდული ვართ კავშირი გვქონდეს სხვა ორგანიზაციებთან.

პრესიდან გავიგე, რომ თქვენ გითქვამთ, რომ მე დავარწმუნებ პატრიარქს, რომ საქართველოს შეუძლია თავისი ტრადიციებით, თავისი ფასეულობებით გახდეს წევრი… მე მინდა გითხრათ, რომ მე დიდი ხანია დარწმუნებული ვარ ამაში“, – მიმართა პატრიარქმა ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარ შტეფან ფულეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S