
სლოვაკეთმა უკრაინას საბრძოლო შვეულმფრენები გადასცა
16/06/2022 07:06:08 ევროპა
სლოვაკეთმა უკრაინას გადასცა ოთხი შვეულმფრენი (მი-17) და ერთი ვერტმფრენი (მი-2), ასევე საბრძოლო მასალა სარაკეტო სისტემისთვის,– ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, შვეულმფრენები უკვე ემსახურებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.
”ეს დახმარება, ისევე როგორც ყველა წინა მიწოდება, ანაზღაურდება ევროპის მშვიდობის ფონდიდან, რაც წარმოადგენს ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობას უკრაინის მიმართ“,– თქვა მინისტრმა.
ოთხშაბათს პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში რამშტეინის ფორმატში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სლოვაკეთმა გადაწყვიტა, საბრძოლო შვეულმფრენების უკრაინისთვის გადაცემა.
მისივე თქმით, კანადა, პოლონეთი და ნიდერლანდები ახალ საარტილერიო ტექნიკას გაგზავნიან.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის უკრაინელ კოლეგასთან და დაადასტურა უკრაინის უსაფრთხოებისთვის მილიარდი დოლარის გამოყოფა.