Accentnews.ge
ომის 113–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ომის 113–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

16/06/2022 06:41:57 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 32 950 ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 16 ივნისის მდგომარეობით დაახლოებით, ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 32 950 (+200 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები 1 449 (+9),
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3 545 (+17),
  • საარტილერიო სისტემები - 729 (+7),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 233 (+3),
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 97,
  • თვითმფრინავი - 213,
  • ვერტმფრენები - 179,
  • გემები / ნავები - 13,
  • საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2 494 (+9),
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი -591,
  • სპეციალური აღჭურვილობა - 55,
  • საკრუიზო რაკეტა – 129.

ამასთან, ბრიტანული დაზვერვა იუწყება, რომ მდინარე სევერსკი დონეცის ყველა მთავარი ხიდი, რომელიც სევეროდონეცკს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან აკავშირებს, სავარაუდოდ განადგურდა:

"უკრაინამ, სავარაუდოდ, მოახერხა თავისი საბრძოლო ნაწილების უმეტესი ნაწილის გაყვანა, რომლებიც თავდაპირველად ქალაქს იკავებდნენ. სიტუაცია რჩება უკიდურესად მძიმე უკრაინული ძალებისთვის და მდინარის აღმოსავლეთით ჩარჩენილი დატოვებული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის".

დაზვერვის მონაცემებით, ვინაიდან ხიდები დანგრეულია, რუსებს ახლა ან მდინარის გადაკვეთა მოუწევს, ან ფლანგებიდან შეტევა, რათა ტაქტიკური უპირატესობა ოპერატიულ უპირატესობად აქციოს:

„რუსული საბრძოლო ძალები დონბასში, სავარაუდოდ, მოქმედებენ ფრაგმენტული და ძლიერად დაუკომპლექტებელი ჯგუფებით. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ზოგიერთი რუსული ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ჩვეულებრივ 600-800 კაცისგან შედგებოდა, მხოლოდ 30-მდე ჯარისკაცის შეკრება შეძლეს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქალაქებში ბრძოლები ორივე მხარისთვის სავარაუდოდ, უფრო მეტად გადაინაცვლებს ქვეითთა მცირე ჯგუფებზე:

"ამ ვითარებაში რუსეთის ზოგიერთი ძლიერი მხარე, მაგალითად ტანკების რაოდენობით უპირატესობა, ნაკლებად აქტუალური ხდება“.

15 ივნისს აშშ–მა უკრაინის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S