Accentnews.ge
გენერალი მილი: "რუსებმა უკრაინაში ომის დროს ჯავშანტექნიკის მარაგის დაახლოებით 20-30% დაკარგეს"

გენერალი მილი: "რუსებმა უკრაინაში ომის დროს ჯავშანტექნიკის მარაგის დაახლოებით 20-30% დაკარგეს"

15/06/2022 19:56:04 მსოფლიო

რუსებმა უკრაინაში ომის დროს ჯავშანტექნიკის მარაგის დაახლოებით 20-30% დაკარგეს, – ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ ჟურნალისტებს ბრიუსელში, ნატო–ს შტაბბინაში განუცხადა.

”ეს უზარმაზარი დანაკარგია", – განაცხადა გენერალმა.

ამასთან, მან დაახასიათა ომის ამჟამინდელი ფაზა, როგორც „ძალიან მძიმე ბრძოლა, თითქმის პირველი მსოფლიო ომის მსგავსი“, და აღნიშნა, რომ "რუსეთის პროგრესი რეგიონში იყო ძალიან ნელი".

რაც შეეხება უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკს, გენერალმა შემდეგი განაცხადა:

"ქალაქის დაახლოებით სამი მეოთხედია რუსეთის ძალების მიერ დაპყრობილი, მაგრამ უკრაინელები მათ ებრძვიან ქუჩა-ქუჩა, კარდაკარ".

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S