გერმანიის თავდაცვის მინისტრი: "უკრაინას "MARS2" –ის ტიპის სამ ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გავუგზავნით"
15/06/2022 19:13:30 მსოფლიო
გერმანია უკრაინას "MARS2" –ის ტიპის სამ ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
აღნიშნული სისტემა ამერიკული უნივერსალური გამშვები დანადგარის MLRS-ის ევროპული მოდიფიკაციაა, რომელიც გერმანიის შეიარაღებაში 1990-იანი წლებიდან ირიცხება.
"MARS2" –ის ტიპის სისტემას მართვადი რაკეტების გაშვება 70 კმ–ის მანძილზე შეუძლია.


