Accentnews.ge
აშშ უკრაინას დამატებით 1 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო და 225 მლნ დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

აშშ უკრაინას დამატებით 1 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო და 225 მლნ დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

15/06/2022 16:50:17 მსოფლიო

აშშ უკრაინას დამატებით 1 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო და 225 მლნ დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს.ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა.

"დღეს სატელეფონო საუბარი გავმართე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი ვალდებულება, რომ შეერთებული შტატები იქნება უკრაინის გვერდით, რადგან აშშ იცავს მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის ფონზე. მე ვაცნობე პრეზიდენტ ზელენსკის, რომ შეერთებული შტატები აშშ უკრაინას დამატებით 1 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო და 225 მლნ დოლარს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს", – განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S