Accentnews.ge
"მადრიდის სამიტზე მოკავშირეები უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე შეთანხმდებიან"

"მადრიდის სამიტზე მოკავშირეები უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე შეთანხმდებიან"

15/06/2022 16:38:43 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ "მადრიდის სამიტზე მოკავშირეები უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე შეთანხმდებიან". ამის შესახებ მან უკრაინის საკონტაქტო ჯგუფთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, "ეს დაეხმარება უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში საბჭოთა პერიოდიდან ნატო–ს თანამედროვე აღჭურვილობაზე გადასვლაში და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერებაში".

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო–ს მოკავშირეები მზად არიან, გააგრძელონ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის მძიმე იარაღისა და შორი დისტანციის სისტემების მიწოდება.

”ნატო, როგორც ორგანიზაცია ასევე აძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას", – დასძინა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S