
საქართველოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა
15/06/2022 13:20:51 საზოგადოება
საქართველოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.
„მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას“, – აცხადებენ უწყებაში.
ამავე თემაზე: კულუმბეგოვი განმარტავს, როგორ ვრცელდება და ვინ შეიძლება, იყოს დაცული „მაიმუნის ყვავილისგან“