Accentnews.ge
"რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინასთან დაკავშირებით გარდაუვალი იქნება"

"რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინასთან დაკავშირებით გარდაუვალი იქნება"

15/06/2022 12:31:53 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინასთან დაკავშირებით გარდაუვალი იქნება.

"ეს არის რეალობა, რომ უკრაინასა და ევროპას რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინაში ომის გამო მოუწევთ. ჩვენ ევროპელები ვიქნებით მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო, რაღაც მომენტში ეს მოხდება", – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი რუსეთთან არ ომობს, მიუხედავად უკრაინისადმი ევროპული მხარდაჭერისა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ფრანგული ძალების ამჟამინდელი განლაგება ნატო–ს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S