ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შვედეთ–ფინეთის ნატო–ში გაწევრიანების საკითხის განხილვას გეგმავს
15/06/2022 12:12:32 მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შვედეთ–ფინეთის ნატო–ში გაწევრიანების საკითხის განხილვას გეგმავს.
"მომავალ კვირაში ვისაუბრებ თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შვედეთისა და ფინეთის ნატო–ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ თურქეთს", – განაცხადა უოლესმა.
მანამდე, უოლესმა თქვა, სჯერა, რომ ანკარას შეშფოთების მოსაგვარებლად გარკვეული გზები არასებობს.
ცნობისთვის: 18 მაისს ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადები წარადგინეს.
ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კრემლში ფინეთ–შვედეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.
აღსანიშნავია, რომ NATO–ს გაფართოებას ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. თურქეთი ამ დრომდე აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის NATO–ში გაწევრიანებას. ერთ–ერთ მიზეზად ანკარა ხსენებული ქვეყნების მიერ "ტერორისტების მხარდაჭერას" ასახელებს.


