კრასნოდარში ФСБ–ს რეგიონული ოფისის დაწვა სცადეს
15/06/2022 10:14:27 მსოფლიო
ვოლგოგრადის ოლქის 46 წლის მკვიდრი იგორ პასკარი კრასნოდარში 14 ივნისს ФСБ–ს რეგიონალური ოფისის შენობის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, – იუწყება ტელეგრამ–არხი „ბაზა“.
გამოცემის ცნობით, კაცმა „მოლოტოვის კოქტეილი“ შენობაში შესასვლელ კარში ისროლა. შედეგად, ხალიჩას ცეცხლი გაუჩნდა. ის თავად თანამშრომლებმა ჩააქრეს.
ხანძრის გაჩენის მცდელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა და ФСБ–ს გადასცა. გამოცემის ცნობით, დაკავებულს ლურჯი და ყვითელი საღებავის ქილი აღმოუჩინეს. პოლიციის ცნობით, პასკარმა შენობის დაწვა ხულიგნური მოტივით სცადა.
უკრაინაში პუტინის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ, რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში სულ მცირე, 15 სამხედრო დაწესებულების დაწვის მცდელობას ჰქონდა ადგილი. უმეტეს შემთხვევაში ეჭვმიტანილები გამოვლენილნი არ არიან.


