Accentnews.ge
არესტოვიჩი – შოლცს: "თქვენ ხართ პასუხისმგებელი დაღუპულ უკრაინელებზე"

არესტოვიჩი – შოლცს: "თქვენ ხართ პასუხისმგებელი დაღუპულ უკრაინელებზე"

15/06/2022 09:34:30 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ დაღუპულ უკრაინელებზე პასუხისმგებლობა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ეკისრება, რადგან გერმანია უკრაინას დაპირებულ მძიმე იარაღს არ აწვდის .

ამის შესახებ არესტოვიჩმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენს დაღუპულ სამხედროებსა და მოქალაქეებზე, ბავშვები ყოველ დღე კვდებიან, ჩვენ დღეში 100 სამხედროს ვკარგავთ იმიტომ, რომ თქვენ მძიმე იარაღს არ გვაძლევთ", - განაცხადა არესტოვიჩმა.

პრეზიდენტის მრჩეველმა დააზუსტა, რომ უკრაინას გერმანიისგან შორ მანძილზე სასროლი არტილერია, რამდენიმე რაკეტის გამშვები სისტემა, ტანკები, ჯავშანტრანსპორტი და "დრონები" სჭირდება.

„თუ ჩვენ გვექნება საკმარისი [იარაღი] ჩვენ მოვიგებთ ომს. როცა დასავლეთმა ჩვენ 120 ერთეული შორ მანძილზე სასროლი არტილერია მოგვცა, ფრონტზე სიტუაცია მყისიერად შეიცვალა. 3 დღეში რუსეთმა დაკარგა თავდასხმების სიჩქარე“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

როგორც მან აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას 88 ტანკ Leopard-ის გადაცემას, 50 Gepard-ის თვითმავალ საზენიტო იარაღს დაჰპირდა.

მისი თქმით, ამგვარმა ტქენიკამ შესაძლოა მთლიანად შეცვალოს სიტუაცია ფრონტის ხაზზე.

შოლცს უკრაინა იარაღის მიწოდების დაგვიანებაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S