Accentnews.ge
დასავლეთში უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის შემდგომი განვითარების სამ სცენარს უშვებენ - CNN

დასავლეთში უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის შემდგომი განვითარების სამ სცენარს უშვებენ - CNN

15/06/2022 08:31:12 მსოფლიო

დასავლელი დაზვერვისა და სამხედრო თანამდებობის პირების აზრით, რუსეთის ომი უკრაინაში კრიტიკულ ეტაპზეა, რამაც შეიძლება, განსაზღვროს კონფლიქტის გრძელვადიანი შედეგი, – ამის შესახებ CNN–ის ცნობით, იტყობინება მრავალი წყარო, რომელიც იცნობს აშშ-ის და სხვა დასავლური დაზვერვის მონაცემებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ გადამწყვეტმა მომენტმა შეიძლება, აიძულოს დასავლეთის მთავრობები, მიიღონ მკაცრი გადაწყვეტილებები.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ დასავლეთის მაღალჩინოსნები და ანალიტიკები განიხილავენ სამ სცენარს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ომი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში:

  • პირველი შესაძლო სცენარი არის ის, რომ რუსეთი თანდათან უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას დაიკავებს ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში.
  • მეორე – თუ ვერც ერთი მხარე ვერ შეძლებს წინსვლას, ომი გაგრძელდება პოზიციურ ფაზაში თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში მძიმე დანაკარგებით ორივე მხარისთვის და შედეგებით გლობალური ეკონომიკისთვის.
  • მესამე სცენარის მიხედვით, რომელსაც ყველაზე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ, არის ის, რომ რუსეთი საკუთარი მიზნების კორექტირებას მოახდენს, განაცხადებს, რომ მიზანს მიაღწია შეეცდება, გზა გაუხსნას საომარი მოქმედებების დასასრულს.

ხოლო თუ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამაგრებას მოახერხებს, აშშ–ში შიშობენ, რომ პუტინი ამ ტერიტორიის გამოყენებას, როგორც პლაცდარმი უკრაინის სიღრმეში შემდგომი შეტევისთვის.

გამოცემის ცნობით, დასავლეთის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლებში უფრო ხელსაყრელ პირობებში იმყოფება ძალების რაოდენობრივი უპირატესობის გამო. თუმცა, მძიმე ბრძოლების შემდეგ ორივე მხარის დიდი დანაკარგებით, შესაძლოა პირადი შემადგენლობის დეფიციტი შეიქმნას – რუსეთმა შესაძლოა, დაკარგოს სახმელეთო ძალების მესამედი და მისთვის მარტივი არ იქნება მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა სრული მობილიზაციის გარეშე, რასაც პუტინი საშიშ ნაბიჯად მიიჩნევს.

"ვფიქრობ, მალე დადგება მომენტი, როდესაც ერთი ან მეორე მხარე მიაღწევს წარმატებას – ან რუსეთის ფედერაცია მიაღწევს სლავიანსკს და კრამატორსკს, ან უკრაინელები შეაჩერებენ მას. და თუ უკრაინელები იქ შეძლებენ თავდაცვის შენარჩუნებას, ამას მნიშვნელობა აქვს“, - მოჰყავს გამოცემას ნატო–ს მაღალჩინოსნის სიტყვები.

უკრაინა ითხოვს შეიარაღებას დასავლეთისგან. 15 ივნისს ბრიუსელში, რამშტეინის ფორმატის მესამე შეხვედრა უნდა გაიმართოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის კოორდინირებული დახმარების აღმოჩენის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S