Accentnews.ge
ეროვნულმა ბანკმა საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტა გამოუშვა

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტა გამოუშვა

01/10/2019 08:36:32 ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა პირველი ცენტრალური ბანკის 100 წლის საიუბილეოდ საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წარადგინა.

მონეტის ავერსის მთავარი კომპოზიცია საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგოა, ხოლო რევერსზე ის შენობაა გამოსახული, რომელშიც 1919 წელს საქართველოს პირველი სახელმწიფო ბანკი დაფუძნდა.

მონეტა ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა და მისი სარელიზაციო ფასი 75 ლარია. მონეტის შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S