Accentnews.ge
რუსეთმა საკუთარი სამხედრო პოტენციალის უმეტესი ნაწილი უკვე გამოიყენა –  Bloomberg

რუსეთმა საკუთარი სამხედრო პოტენციალის უმეტესი ნაწილი უკვე გამოიყენა –  Bloomberg

15/06/2022 07:56:52 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაში დაპყრობითი ომის პირველი 100 დღის განმავლობაში გამოიყენა თავისი სამხედრო პოტენციალის უმეტესი ნაწილი, ამიტომ რამდენიმე თვეში მოუწევს შეტევის შენელება. ამასთან, აგრესორ ქვეყანაში შესაძლებელია საყოველთაო მობილიზება,– იუწყება Bloomberg ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

„რუსეთი ეძებს ცოცხალ ძალასა და იარაღს, მათ შორის ძველ ტანკებს, რომლებიც ამჟამად ბაზირებულია შორეულ აღმოსავლეთში, რადგან მან გამოიყენა თავისი სამხედრო სიმძლავრის უმეტესი ნაწილი უკრაინაში შეჭრის პირველი 100 დღის განმავლობაში. შედეგად, რუსეთის ფედერაციას შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა იქამდე, ვიდრე მოუწევს, შეაჩეროს "ოპერაცია" ფართომასშტაბიანი გადაჯგუფებისთვის“,– ეუბნებიან Bloomberg–ს სიტუაციის მცოდნე ევროპელი მაღალჩინოსნები.

ამასთან, მათივე თქმით, კრემლი შესაძლოა, იძულებული გახდეს, გამოაცხადოს მასობრივი მობილიზაცია, რასაც ვლადიმირ პუტინი აქამდე გაურბოდა, რადგან ეს იქნება საჯარო აღიარების ტოლფასი, რომ ომი არ მიდის ისე, როგორც დაგეგმილი იყო.

გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ შესაძლოა, რუსეთს პრობლემები ისე მალეც არ შეექმნას, რომ ამან დონბასში დახმარება გაუწიოს უკრაინულ ძალებს.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ „თუ რუსეთი შეძლებს, აიღოს სევეროდონეცკი და განსაკუთრებით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ლისიჩანსკი, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლის ქვეშაა, ის ფაქტობრივად სრულად მოახდენს ლუგანსკის რეგიონს ოკუპაციას და მიაღწევს პუტინის მიერ დასახულ ერთ-ერთ მიზანს“.

თუმცა, ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ რუსეთის პროგრესი ნელია.

ესტონეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის ინდრეკ კანნიკის შეფასებით, რუსეთს სავარაუდოდ, კიდევ 2-3 თვე დასჭირდება დონბასის ძირითადი ქალაქების, როგორიცაა სლავიანსკი და კრამატორსკი, დასაკავებლად, რის შემდეგაც დაჟინებით მოითხოვს შეთანხმების გაფორმებას.

უკრაინა დასავლეთისგან ითხოვს იარაღს რუსული აგრესიის შესაჩერებლად. იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე საუბრობენ დასავლელი მაღალჩინოსნები, მათ შორის გერმანიის კანცლერი, ნატო–ს გენდირექტორი, აშშ, თუმცა როგორც ესტონეთის პრემიერ–მინისტრი კაია კალასი აღნიშნავს, ახლა ყველამ ყურადღება უნდა გაამახვილოს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე და თუ უკრაინაში მძიმე იარაღის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, ის "ახლა უნდა გაიგზავნოს და არა დეკემბერში".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S