უკრაინის მოსაზღვრე რუსული რეგიონიდან თავდასხმის შესახებ იუწყებიან
15/06/2022 07:27:44 მსოფლიო
რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ირწმუნება, რომ უკრაინულმა მხარემ 15 ივნისს, დილით, რუსეთის რილსკის რაიონში განთავსებულ კრუპეცის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნა.
„დღეს, დილის 07:30 საათზე უკრაინის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს კრუპეცის საგუშაგოს რილსკის რაიონში. მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა“,– წერს გუბერნატორი ტელეგრამ–არხზე.
მისივე მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა „შეტევა საპასუხო ცეცხლით ჩაახშეს“.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის რეგიონებიდან აფეთქებების და ხანძრების შესახებ იუწყებიან და რიგ შემთხვევებში უკრაინულ მხარეს სდებენ ბრალს, თუმცა კიევი ინციდენტებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.


