„მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო ჯანმო საგანგებო სხდომას იწვევს
15/06/2022 05:46:00 მსოფლიო
„მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომავალ კვირას საგანგებო შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„მაიმუნის ყვავილის აფეთქება უჩვეულო და შემაშფოთებელია. ამ მიზეზის გამო, გადავწყვიტე მომავალ კვირას მოვიწვიო საგანგებო სხდომა, რათა შევაფასოთ, არის თუ არა ეს აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა", - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ წარსულში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა "კოვიდ–19"–ის , "ღორის გრიპის", "პოლიოს", "ებოლასა" და "ზიკას" გამო გამოაცხადა.
ცნობისათვის: ამ დროისთვის „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების დაახლოებით 1 600 შემთხვევა 27–მდე ქვეყანაშია გამოვლენილი.
ამავე თემაზე: კულუმბეგოვი განმარტავს, როგორ ვრცელდება და ვინ შეიძლება, იყოს დაცული „მაიმუნის ყვავილისგან“


