"უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს"
15/06/2022 05:36:40 მსოფლიო
უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს, რათა რუსეთის სასტიკ შეჭრას წინააღმდეგობა გაუწიოს, – ამის შესახებ განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, 15 ივნისს ნატო-ს შტაბბინაში უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება.
„ეს არის ფორმატი, რომელიც რამდენიმე თვის წინ რამშტეინის ბაზაზე დაარსდა. ეს ჯგუფი რეგულარულად იკრიბება ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, რათა უზრუნველყონ სხვადასხვა ტიპის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მძიმე იარაღი უკრაინისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
როგორც მან აღნიშნა, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ და როდის დასრულდება ეს ომი, "თუმცა ნატო მზად უნდა იყოს, რომ უკრაინას დახმარება დიდი ხნით გავუწიოს".


