Accentnews.ge
"მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის"

"მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის"

15/06/2022 05:33:14 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის.

ზელენსკის თქმით, "დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ერთპიროვნულად წყვეტს, შეჩერდება რუსული ჯარი თუ არა".

"თუ რუსეთს სურს, დაასრულოს ომი, უნდა მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, რომელიც უკრაინის გარეშე შეუძლებელია. შეგვიძლია, ვისაუბროთ შუამავლებით, შეგვიძლია, შუამავლების გარეშე - ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. თუ რუსეთის ფედერაცია მზად არის, დაასრულოს ომი, ანუ დატოვოს ჩვენი ტერიტორია, ნებისმიერ მომენტში მე პირადად მზად ვარ ასეთი ფორმატისთვის", - აცხადებს უკრაინის ლიდერი და დასძენს, რომ "ომის დასასრულებლად, რაც არ უნდა რთული იყოს, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული".

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S