Accentnews.ge
მოძრაობა "სირცხვილიამ" პრეზიდენტის მიწვევა მიიღო და 20 ივნისის ღონისძიებაზეც მიიპატიჟა

მოძრაობა "სირცხვილიამ" პრეზიდენტის მიწვევა მიიღო და 20 ივნისის ღონისძიებაზეც მიიპატიჟა

14/06/2022 19:19:53 საზოგადოება

ორგანიზაცია "სირცხვილიამ" საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიწვევა მიიღო, რომელმაც 16 ივნისს ყველას ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

"ერთ კვირაზე მეტია, სამოქალაქო საზოგადოება ემზადება 20 ივნისის შეკრებისთვის, რომლის მიზანიცაა გააერთიანოს ქართველი ხალხი მიუხედავად მათი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა განსხვავებებისა. ისტორიული გადაწყვეტილების წინ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ევროპელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია ერთ-ერთი ისეთი იშვიათი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში პოლარიზაცია არ არსებობს.

წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ამავდროულად ალტერნატიულ აქციას ნიშნავს და 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებას სთავაზობს. არა და არასოდეს!

ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.

ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ".- აღნიშნულია სირცხვილიას განხადებაში.

ზურაბიშვილმა მოძრაობა სირცხვილიას მიმართა, გადადოს 20 ივნისს დანიშნული პროევროპული აქცია, რომელიც, მისი თქმით, "ბევრ საფრთხეს უკავშირდება".

მივმართავ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, თუ დაფიქრდებიან, შეიძლება, გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არაა დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების გალეჩვა-გაყოფის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, თუ პროტესტი ჩატარდება, დემონსტრანტების უფლებები დაცული უნდა იყოს.

„ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას რაღაც განცხადებების შემდეგ, თუ მაინც ჩატარდა ეს გამოსვლა და ჩემი გადასაწყვეტია არ არის, შემიძლია, მივმართო თხოვნით. თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზეხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრანტების უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა. თუ ამას შევიგნებთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S