Accentnews.ge
რომის პაპი: "მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია!"

რომის პაპი: "მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია!"

14/06/2022 15:26:57 მსოფლიო

მესამე მსოფლიო ომი უკვე აქ არის, - ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Stampa–ს ცნობით, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

“მესამე მსოფლიო ომს ნაწილ-ნაწილ განვიცდით. დღეს ჩემთვის მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია. ეს არის ასპექტი, რომელმაც უნდა დაგვაფიქროს. რა ემართება კაცობრიობას, რომელსაც სამი მსოფლიო ომი ჰქონდა ერთი საუკუნის განმავლობაში? და ეს ცუდია კაცობრიობისთვის, ეს უბედურებაა", - აღნიშნა რომის პაპმა.

მან ნიგერიისა და კონგოს ჩრდილოეთ რეგიონებში არსებულ კონფლიქტებზე მიუთითა, "სადაც ომი ჯერ კიდევ მძვინვარებს და არავის აინტერესებს":

"მსოფლიო ომშია".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S