Accentnews.ge
შოტლანდიამ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმისთვის მზადება დაიწყო

შოტლანდიამ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმისთვის მზადება დაიწყო

14/06/2022 14:01:51 მსოფლიო

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა ედინბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე მეორე რეფერენდუმის შესახებ გამოაცხადა.

შოტლანდიის მთავრობის ოფიციალურ საიტზე 14 ივნისს გამოქვეყნდა დოკუმენტი სახელწოდებით „დამოუკიდებლობა თანამედროვე მსოფლიოში. უფრო ჯანსაღი, უფრო ბედნიერი, უფრო სამართლიანი: რატომ არა შოტლანდია?“, რომელშიც წარმოდგენილია სახელმწიფოს რეფორმირების გეგმა. დოკუმენტის წინასიტყვაობაში სტერჯენმა დაწერა, რომ ახლა საუკეთესო დროა „ახალი შოტლანდიის“ ასაშენებლად - „კორონავირუსის, ბრექსიტისა და ბორის ჯონსონის“ შემდეგ.

ახალი კენჭისყრის ჩასატარებლად საჭიროა დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ახლა არ არის რეფერენდუმზე ლაპარაკისთვის შესაფერისი დრო. ადრე მან პირობა დადო, რომ არ დაუშვებს შოტლანდიის გამოყოფას და განაცხადა, რომ საკითხი გადაწყდა 2014 წელს, პირველი რეფერენდუმის დროს. მაშინ შოტლანდიის მოსახლეობის 55%-მა კენჭისყრაში მხარი არ დაუჭირა დამოუკიდებლობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S