Accentnews.ge
რუსეთმა ფრონტის ხაზზე "მოხალისეების“ მისაზიდად ახალი სქემა  შეიმუშავა

რუსეთმა ფრონტის ხაზზე "მოხალისეების“ მისაზიდად ახალი სქემა შეიმუშავა

14/06/2022 13:16:35 მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთში „მოხალისეების“ მბილიზებისთვის ახალი სქემა მოიფიქრეს. კერძოდ, მოქალაქეებს სთავაზობენ კარგ ხელფასს აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებული ტერიტორიებზე „სარეკონსტრუქციო“ სამუშაოებისთვის – რუსული არმიის მიერ განადგურებული შენობების დემონტაჟის ან ჰუმანიტარული დახმარების ჩატვირთვისთვის. ამის შესახებ საუბრობს ტყვე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის მიცემულ ჩვენებაში.

კაცი ყვება, რომ ის უკრაინაში კონტრაქტით ჩავიდა როგორც ხელოსანი. თუმცა, მისივე თქმით, მსგავს კონტრაქტორებს მხოლოდ ორი არჩევანი აქვთ: ლუგანსკის უკანონო ფორმირებაში გაწევრიანება ან სიკვდილი. კერძოდ, როგორც ტყვე ამბობს, მან ფინანსური სირთულეების გამო გააფორმა 2–თვიანი კონტრაქტი, თუმცა მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში იმუშავა სკოლის მოედნის გასუფთავებაზე. შემდეგ ის კიდევ 32 „კოლეგასთან“ ერთად გაგზავნეს ზოლოტეში, ლუგანსკის ე.წ. ტერორისტულ დაჯგუფებაში. ხოლო დანარჩენმა „მოხალისეებმა“, მისივე თქმით, უარი განაცხადეს მსგავსი წინადადების მიღებაზე –პირველივე დღეს 82-მა ადამიანმა თქვა უარი.

„ამ 32 ადამიანიდან 7 ტყვედ ჩავარდა, 6 უკან დაბრუნდა, დანარჩენები დაიღუპნენ. თავად მე დავჭრი“, - ამბობს სამხედრო ტყვე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S