
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ბათუმის საზაფხულო თეატრთან ღონისძიება გაიმართა
14/06/2022 12:38:52 საზოგადოება, რეკლამა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ბათუმის საზაფხულო თეატრთან ღონისძიება გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, ბათუმის საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისა და პროექტ“ არტ-თერაპია და შემოქმედებითი უნარების განვითარება მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებში“ საკვირაო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა მოეწყო.
გამოფენა-გაყიდვას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მოადგილესთან ზაურ ახვლედიანთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება ქ.ბათუმის N26 საჯარო სკოლისა და ამერიკული კუთხის ორგანიზებით გაიმართა.