Accentnews.ge
კოლონიაში ნავალნის მოსანახულებლად მისულ ადვოკატს პატიმარი ადგილზე არ დახვდა

კოლონიაში ნავალნის მოსანახულებლად მისულ ადვოკატს პატიმარი ადგილზე არ დახვდა

14/06/2022 12:47:24 მსოფლიო

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსული პოკროვის #2 შრომა-გამოსასწორებელი კოლონიიდან გადაიყვანეს,– ამის შესახებ Twitter-ზე ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიში იუწყება.

„მის სანახავად მისული ადვოკატი 14:00 საათამდე გააჩერეს საგუშაგოზე, შემდეგ კი უთხრეს: „ასეთი მსჯავრდებული არ არსებობს“. ჩვენ არ ვიცით სად არის ახლა ალექსი და რომელ კოლონიაში მიჰყავთ იგი“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

ხსენებულ კოლონიაში ნავალნი სასჯელს იხდიდა თაღლითობის ბრალდებით. სასამართლომ მას 9–წლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

24 მაისს მოსკოვის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნავალნის აპელაცია მის ახალ განაჩენთან დაკავშირებით. ამის შემდეგ განაჩენი ძალაში შევიდა. ოპოზიციონერი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა იქნეს გადაყვანილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S